Monday, April 12, 2010

სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში




პირველად საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა QU ART quart-brussels.com და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგენს ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებებსა და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: "სიურეალისტური ანგელოზი", "კუბისტური ანგელოზი", "ვენუსი", "ბეთჰოვენი", "ამაღლებული წუთები", "მაგიდა", რომლებშიც გაერთიანებულია სალვადორ დალის ექსტრაორდინალური ფანტაზია, მისი ხელოვნების ექსპერიმენტული ხასიათი და სტილი სტური მრავალფეროვნება, ტრადიციულისა და სტერეოტიპულობის რღვევის ნიშნები.

ეს თავისებურებები სალვადორ დალის ნამუშევრებს "მესამე განზომილებასთან" აკავშირებს, სადაც, ერთი შეხედვით, ირეალური სიტუაციები ჩვეულებრივად აღიქმება და შესაძლებელია, ერბოკვერცხის "იალქანზე" ლოკოკინა ბინადრობდეს ("ამაღლებული წუთები"), ანგელოზები კი "ღმერთამდე მიმავალ ტრანსპორტად" გვევლინებოდნენ, უჩვეულო სივრცით განზომილებებს კი, მხატვრული ხერხების შთამბეჭდაობა განაპირობებდეს ("სიურეალისტური ანგელოზი").

წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელმაც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, ქართველი მაყურებელს კი, პირველად ეძლევა სალვადორ დალის ორიგინალური ქმნილებების ხილვის შესაძლებლობა.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

დადიანების სასახლე _ ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ სასახლეში,_ ზუგდიდში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .

Monday, April 5, 2010

ქორწინება


ქორწილის დღე ქალისთვის და ასევე მამაკაცისთვის როგორც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული დღეა მათ ცხოვრებაში. პირველ რიგში გათენებიდანვე ისინი იწყებენ მზადებას, მოკაზმვას, მორთვას გამორჩეულად ლამაზად. ქალი იცმევს თეთრ კაბას, თმაზე იკეთებს სადღესასწაულო ვარცხნილობას, რომელსაც ხშირად ფატა შვენის. მამაკაცს აცვია შარვალ–კოსტუმი, ამშვენებს პიჯაკი და ჰალსტუხი. საქართველოში კაცი აკითხავს ქალს სახლში და ზეიმით მიყავს ჯვრის დასაწერად, სხვა ქვეყნებში ძირითადად ერთად იწყებენ ქალი და კაცი მსვლელობას. ამ დღეს მანქანებს საზეიმოდ რთავენ, ასევე ადგილს სადაც ცერემონია უნდა გაიმართოს. ჯვარდაწერილი ცოლ_ქმარი მაყართან ერთად სუფრისაკენ მიემართება. მათ ყველანი ლოცავენ, ადღეგრძელებენ, ულოცავენ დაქორწინებას, ჩვენთან ინიშნება თამადა, რომელიც უნდა გაუძღვეს სუფრას და სადღეგრძელოები პირველმა წარმოთქვას. იმართება ცეკვა, ზეიმი პატარა ამაღლებულ ადგილზე. შემდეგ დედოფალი ზურგით შებრუნდება და თაიგულს დანარჩენებისკენ გადააგდებს.

იქ მხოლოდ ჯვარდაუწერელი ახალგაზრდები დგანან და ამბობენ ვინც თაიგულს დაიჭერს ის გაბედნიერდება შემდეგი. ეს ტრადიცია ისევე როგორც საქართველოში ხდება რუსეთში, ამერიკაში, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ბოლოს პატარძალი ტორტს ადებს დანას პირველ ჭრილს ტრადიციის მიხედვით ის აკეთებს ტორტზე. ქეიფი და დროსტარება გრძელდება ღამემდე. ბოლოს კაცი ქალს ხელში აყვანილს მიიყვანს საძინებელ ოთახამდე.