Monday, March 29, 2010

ოქსფორდის უნივერსიტეტი


”განათლება - არის ის, რაც თქვენ დაგრჩებათ, როდესაც დაივიწყებთ ყველაფერს,რასაც სწავლობდით.” ( ბერრეს ფრედერიკ სკინერი -ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი)



დაწყებითი და საშუალო განათლებისგან განსხვავებით უმაღლესი განათლება განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის საყოველთაო. მაგრამ წამყვან ქვეყნებში უმაღლეს განათლებას გადის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. ტრადიციულად უმაღლესი განათლება შესდგება ორი ეტაპიდან: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. უმაღლესი განათლების ძირითადი სასწავლო დაწესებულებებია - უნივერსიტეტი და კოლეჯი. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ღებულობს დიპლომს,ზოგ ქვეყანაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის გავლისა და დაცვის შემდეგ - სამეცნიერო ხარისხსა და წოდებას.

გსურთ მიიღოთ კარგი განათლება და იყოთ დაფასებული თქვენ ქვეყანაში???
ეწვიეთ ოქსფორდის უნივერსიტეტს!!!



ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი, და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია.

უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. ლეგენიდის მიხედვით, 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის აურზაურისა და კონფლიქტის შედეგად აკადემიკოსთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით კემბრიჯის ქალაქში გაიხიზნენ სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად.

ოქსფორდი-პატარა ქალაქი ტემზის ნაპირთან. მოსახლეობის თითქმის 10 % სყუდენტია. ეს სტატისტიკური მონაცემებია. ამ ქალაქში მოხვედრისას, სინამდვილეში, ისეთი გრძობა გეუფლება თითქოს აქ 90 % პროცენტი სტუდენტიაო. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდობის დიდი რაოდენით დაგროვების გამო, ამ პატარა ქალაქში სიცოცხლე დუღს.


ყვავილის ქოთნის ახალი მოდელი:)))


სათაური სასაცილოდ ჟღერს მაგრამ, სინამდვილეში ესაა ნოვაციური გამოგონება , რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავდროულად მეტად საჭირო რამაა, იმისათვის რომ თესლიდან მცენარემ ადვილად შეძლოს გაზრდა და განვითარება ქოთანი დაყოფილია რამოდენიმე შრედ. მცენარის ზრდასთან ერთად შიდა შრეები იშლება და ქოთანი ფართოვდება, ასე რომ სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი თქვენი საყვარელი მცენარე მუდმივად ერთ ქოთანში ამყოფოდ , ყოველგვარი გადარგვის გარეშე.

პანდა დათვის ოფიციალური დაკრძალვა

ჩინეთს კიდევ ერთი გამანადგურებელი მიწისძვრა დაატყდა თავს. რამაც ბუნებრივი ნაკრძალ wolong-ის ყველაზე საყვარელი და ცნობილი ბინადრის – პანდა დათვის სიცოცხლე შეიწირა.


ცხრა წლის მაო-მაო გარდაცვლილი იპოვეს ნაკრძალის ღობის ნამტვრევებში რომელიც მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა დაანგრია, ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა ყველა და ნაკრძალის მეპატრონე Zhang Hemin-მ გადაწყვითა მაო-მაოსთვის სათანადო პატივი მიეგოთ.


პანდა მომვლელებმა და ნაკრძალში მომუშავე ხალხმა სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ხის ყუთში გადაასვენეს, სამ წუთიანი დუმილის შემდეგ კი დიდი მწუხარებითა და პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას უამრავი პატარა დაესწრო რომელთაც განსაკუთრებით უყვარდათ მაო-მაო.


თვალების ფერი და ჰეტეროქრომია


ზოგიერთ ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალი აქვს. მეცნიერები ამ მოვლენას ჰეტეროქრომიას ეძახიან და მას მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან.

განსხვავებული ფერის თვალებით თეთრი ან ღია ნაცრისფერი ბეწვის მქონე, თურქული ვანისა და ანგორის ჯიშის კატები გამოირჩევიან, რომელთაც ერთი თვალი ღია თაფლისფერი, ყვითელი ან სალათისფერი, მეორე კი ცისფერი აქვთ.

ძაღლებს შორის სხვადასხვა ფერის თვალი ციმბირული ხასკის ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ.
ჰეტეროქრომია ცხენებშიც შეიმჩნევა. ცხოველს შეიძლება, ერთი თვალი ყავისფერი ან თეთრი, მეორე კი ნაცრისფერი ან ცისფერი ჰქონდეს.

სხვადასხვა ფერის თვალები ველურ ძროხებსა და აზიურ ხარებშიც შეიმჩნევა.

ადამიანებს შორის ყველაზე ცნობილი ჰეტეროქრომი ანუ სხვადასხვა ფერის თვალის მქონე ადამიანები ალექსანდრე მაკედონელი და მომღერალი დევიდ ბოუი იყვნენ.

არსებობს სამი სახის ჰეტეროქრომია: მთლიანი ანუ როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის (ვთქვათ, ერთი თაფლისფერი, მეორე - ცისფერი) თვალი აქვს; ნაწილობრივი - როცა ერთ თვალში ორი ფერი შეინიშნება; ცენტრალური - როცა შავი რგოლის გარშემო თვალი ვთქვათ, თაფლისფერია, ხოლო კიდისკენ განსხვავებული შეფერილობა აქვს.

Monday, March 15, 2010

პრეზიდენტის განცხადება ტელეიმედის გადაცემაზე

მას შემდეგ, რაც გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დადგმულ რეპორტაჟში ასახული სცენარი რუსეთთან ვითომდა განახლებული ომის შესახებ ”მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან”, უკვე 15 მარტს მან აღნიშნა, რომ რუსეთის ”აგრესიული გეგმების” რეალიზების შესაძლებლობა არარეალურია.
14 მარტს სააკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედი” იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ უკანასკნელმა ფილმის მსვლელობისას ეკრანზე არ გააკეთა გამაფრთხილებელი ტიტრი, რომ ეს იყო იმიტაცია. თუმცა სატელევიზიო გამოსვლაში მან იქვე დასძინა: ”მაგრამ მთავარი უსიამოვნება - და მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს - გუშინდელი რეპორტაჟის იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს, ან რაც აქვს თავის ტვინში საქართველოს მტერს.”
15 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრეზიდენტი სააკაშვილი უფრო პირდაპირ გმობს დადგმულ რეპორტაჟს და აცხადებს, რომ ფილმი ”შეიცავდა უსაგნო და უმიზნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ელემენტებს”.

15 მარტის მოვლენები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 მარტს მე–6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია იმედის ქმედება გააპროტესტეს.