Monday, March 15, 2010

პრეზიდენტის განცხადება ტელეიმედის გადაცემაზე

მას შემდეგ, რაც გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დადგმულ რეპორტაჟში ასახული სცენარი რუსეთთან ვითომდა განახლებული ომის შესახებ ”მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან”, უკვე 15 მარტს მან აღნიშნა, რომ რუსეთის ”აგრესიული გეგმების” რეალიზების შესაძლებლობა არარეალურია.
14 მარტს სააკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედი” იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ უკანასკნელმა ფილმის მსვლელობისას ეკრანზე არ გააკეთა გამაფრთხილებელი ტიტრი, რომ ეს იყო იმიტაცია. თუმცა სატელევიზიო გამოსვლაში მან იქვე დასძინა: ”მაგრამ მთავარი უსიამოვნება - და მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს - გუშინდელი რეპორტაჟის იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს, ან რაც აქვს თავის ტვინში საქართველოს მტერს.”
15 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრეზიდენტი სააკაშვილი უფრო პირდაპირ გმობს დადგმულ რეპორტაჟს და აცხადებს, რომ ფილმი ”შეიცავდა უსაგნო და უმიზნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ელემენტებს”.

No comments:

Post a Comment